თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა.
როგორც ბაჩიაშვილმა “ტვ პირველს“ განუცხადა, სხვა დამატებითი დეტალები არ აქვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში დღეს მივიდა.
“მეტი ინფორმაცია არ მაქვს, არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი“, - ამბობს ის.
“ოცნებაში“ ბევრი ბზარია, ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა. ძალიან ბევრი ხმა გამოდის, დღეს გამოვიდა ხმა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებებით. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ამბავია. მეტი ინფორმაცია არ მაქვს, არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული დაზიანებებით“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.