შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თავდაპირველად არ სურად პარიზში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაჟინებული თხოვნის შედეგად, დათანხმდა. იტყობინება გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მაკრონი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა დაეყოლიებინა ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე. გადაწყვეტილება სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ ბოლო წუთს მიიღეს.
როგორც იუწყებიან, პრეზიდენტების სამხრივი შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა და შეფასდა, როგორც "კარგი და პროდუქტიული".
ზელენსკიმ დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონთან პარიზში გამართულ შეხვედრას "პროდუქტიული" უწოდა.
"ჩვენ ყველას გვსურს დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება მალე და სამართლიანად", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრის მეორე დღეს, დონალდ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ზელენსკის სურს რუსეთთან გარიგება დადოს, რომ "შეაჩეროს ეს სიგიჟე".