ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს სირიელ ხალხთან უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
„ასადის დიქტატურამ დიდი ტანჯვა გამოიწვია. მისი დასრულებით სირიელი ხალხისთვის ჩნდება ახალი შესაძლებლობა თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. ეს ასევე გადამწყვეტია რეგიონის უფრო ფართო სტაბილურობისთვის. ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს სირიელ ხალხთან უკეთესი მომავლისთვის“, – წერს ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი.