რაც მეტ ადამიანობას ვითხოვთ, მით უფრო სისასტიკე მოდის [მთავრობისგან] პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი, - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ „ფორმულას“ განუცხადა.
“რაც მეტ ადამიანობას ვითხოვთ, მით უფრო სისასტიკე მოდის [მთავრობისგან] პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი
რაც უფრო მეტ შველას, მეტ ადამიანობას ვითხოვთ, მით უფრო მეტი სისასტიკით გვპასუხობს, ვინც გვპასუხობს, მთავრობა თუ რაც ქვია. არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა. ადამიანს ამდენ შეკრებილ ხალხს [რომ ხედავ] გამოვიდეს ერთი, რომელიმე ინსტიტუტი თუ დარჩა, რომელიმე ავტორუიტეტი, ადმიანი, ვინმეს მოუსმინოს და თქვას რომ ეს კაცი მართალს ლაპარაკობს და შეიძლება მოვუსმინოთ.
რაღაც თქვას, რომ სამი დღე წადით დაიძინეთ ან არ დაიძინოთ. შეიძლება ისე მიიყვანო ქვეყანა, რომ ერთი კაციც არ არსებობდეს, ან ინსტიტუტი არ არსებობდეს, რომ ვიღაცამ დააშოშმინოს. და ამის პასუხად, რომ მართლა ვიღაც გამოვიდეს და რაღაც თქვას, პასუხია სისასტიკე“, - განაცხადა შოთა არველაძემ.