შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 28 ნომებრიდან დღემდე, საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 372.
დარახველიძემ თქვა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 62 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 100-ზე მეტი – დააჯარიმეს.
სხვების მიმართ სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება“, - განაცხადა დარახველიძემ.