დაუშვებელია ახალგაზრდებზე ძალადობა! დაუშვებელია პოლიცია უსწორდებოდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერ მის თანამოქალაქეს და თვალს ხუჭავდეს კონკრეტული მოძალადეების ქმედებებზე, - ამის შესახებ მომღერალმა, ნანი ნრეგვაძემ განაცხადა.
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე ვთვლი, რომ დაუშვებელია ახალგაზრდებზე ძალადობა! დაუშვებელია პოლიცია უსწორდებოდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერ მის თანამოქალაქეს და თვალს ხუჭავდეს კონკრეტული მოძალადეების ქმედებებზე.
ეს ბოროტებაა და ომში ყველანი დავმარცხდებით. განვიცდი როგორც ჩემი შვილთაშვილების, ასევე ყველა იქ მდგომი ადამიანის ბედს. გაუფრთხილდით ჩვენს მომავალ თაობას და გთხოვთ ამ დღეებში დაპატიმრებულ ახალგაზრდებს ნუ დაუნგრევთ მომავალს.
ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ რომ თქვენს გვერდით ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად თქვენთან ყოფნას"- წერს ნანი ბრეგვაძე განცხადებაში, რომელსაც „ტაბულა" ავრცელებს.