აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 988 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.
„დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ახალი დახმარების პაკეტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უკრაინას მიაწოდოს საჭირო ინსტრუმენტები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
უსაფრთხოების დახმარების ეს პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისთვის და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.
პაკეტი კონკრეტულად მოიცავს
• საბრძოლო მასალას საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
• უპილოტო საჰაერო სისტემებს;
• აღჭურვილობას, კომპონენტებს და სათადარიგო ნაწილებს საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მოვლისთვის, შეკეთებისა და კაპიტალური რემონტისთვის.