სახალხო დამცველი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს“.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს, რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს.