"ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.
ჩიხლაძე ამბობს, რომ 50-მდე პირი დაესხა თავს, პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა.
„ბესიკის ქუჩაზე ე.წ. ტიტუშკები ესხმოდნენ თავს ადამიანებს და არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის შესაძლებლობას. რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა. მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. მე ვხედავდი აქ გოგოებსაც, რომლებმაც ჩანთები ააგლიჯეს და გარდა იმისა, რომ წიხლები ურტყეს, ჩანთები წაართვეს. აქვე იდგა პატრული და აღარ არიან. მოკროფონიც წაიღეს, კამერაც, რას იღებ შე ბ..ო, პირდაპირ ასე მომმართეს", - ყვება მაკა ჩიხლაძე.