Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, - ამის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, რადგან ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად გვიჭირს კომენტირება გავაგრძელოთ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი ავუაროთ.
სოლიდარობა თანამოქალაქეებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი!“ - წერია განცხადებაში.