საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანი, პოეტი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო აქციებზე „წიგნების თაროს“ სამი მონაწილეა დაკავებული.
„3 თაროელია დაჭერილი. ქვეყნის საუკეთესო, ნაკითხი, გამორჩეული ბავშვები. მხოლოდ იმიტომ რომ აირწინაღები ჰქონდათ ჩანთებში. ანუ აირწინაღებიც არ უნდა ჰქონდეთ, უნდა გაიგუდონ.
ამ ბავშვებს საერთოდ ცხოვრებაში არ უნდა ენახათ ციხის კედლები როგორია.
კატასტროფაა“, - წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.