საპროტეტსო აქციაზე ექიმ ვატო გვაზავას სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
ექიმი-ტრავმატოლოგი „ტვ პირველთან“ დაკავების დეტალებს იხსენებს. გვაზავას თქმით, ნიღბიანებმა იმ დროს „შეითრიეს“, როდესაც დაშლის და დარბევის შემდეგ, 2 ახალგაზრდას ეხმარებოდა და მათ გაყვანას ცდილობდა.
„გამოქცევის დროს დავინახე 2 გოგო ბავშვი ჩაითრიეს, მოვბრუნდი, რომ გამომეყვანა და მივხმარებოდი, მე და ჩემი მეგობარი მივედით, ის დაჭერილია ახლა, მაგ დროს შეგვითრიეს. როდესაც აგვიყვანეს იმ რაღაც “მარშუტკაში“, ჯოჯოხეთი ხდებოდა. უკვე მაგარი ნაცემი ვიყავი, ერთ-ერთს რომ ვუთხარი, ექიმი ვარ მეთქი, ამდენს რატო მირტყამთ არ დაიღალეთ-მეთქი, მაშინ ჩამავლო ხელი და შეფს დაუძახა, ექიმია ესო და მოვიდა და მომკლა ცემაში. გადამეფარა ჩემი მეგობარი, რომელიც დაიჭირეს და მუხლზე გადაიმტვრიეს. გადმომიყვანეს. ასე კორიდორში გატარებენ, აქეთ-იქიდან კიდევ გირტყამენ, მუცელში ჩამარტყეს და გავითიშე, რომ მიხვდნენ, რომ მოვდუნდი, ცოტა შეეშინდათ - არ მოკვდესო.
2020 წლიდან ამ მთავრობას ფიზიკურად გვერდში ვეღარ ვუდგავარ, რადგან მედიცინაში ყველაფერი გაანადგურეს. მე უბრალოდ ვითხოვ, რომ ჩვენს საქმიანობაში ხელი არ შეგვეშალოს. რომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ 2028 წლამდე ვაჩერებთ მოლაპარაკებებს, ეგ იყო საბოლოო წერტილი.
ჩამოიარონ ერთხელ და ნახონ, იქ რა გოგოები და ბიჭები დგანან, თაობას ანადგურებენ?! არ მესმის“, -ამბობს ტატო გვაზავა.