საქართველოს სანაპირო დაცვის საზღვაო უსაფრთხოების ბათუმის სამმართველოს ყოფილი უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას ავრცელებს.
გოჩა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა.
“შსს -ში მიმდინარე ბოლო ცნობები! დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა + 16 ინსტრუქტოერი + ფსიქოლოგიური მომზადების სამსახურის უფროსი და 12 თანამშრომელი + წყლის ჭავლის მანქანების ჯგუფი 16 კაცი! მეორე, მესამე და მეოთხე ასეულებში ბუნტია!"- წერს ბერიძე.
ფოტო: რადიო თავისუფლება