ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
რუტეს თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დამამწუხრებელია და მოუწოდებს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.
"ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირსა და ნატო-სთან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას ნებისმიერი მხრიდან, ეს მიუღებელია“, – განაცხადა რუტემ.