ნამიბიის საპრეზიდენტო არჩევნებიs პირველივე ტურში მმართველი პარტიის, SWAPO (სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაცია) კანდიდატმა ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუამ გაიმარჯვა.
ნამიბიის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მან ხმების 57 პროცენტი მოიპოვა.
ამრიგად, ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა ნამიბიის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
"ნამიბიელმა ერმა ხმა მშვიდობასა და სტაბილურობას მისცა", - თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ამჟამად, 72 წლის ნეტუმბო ნანდი-ნდაიტუა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს. იგი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ნამიბიის პოლიტიკაში დომინირებს მას შემდეგ, რაც 1990 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა.
წლების განმავლობაში მას არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრისა.