უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო, რომ რუსეთთან ომში 80 ათასი უკრაინელი სამხედო დაიღუპა.
"ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომში 80 ათასი უკრაინელი დაიღუპა. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ნაკლებია. გაცილებით ნაკლებია, ბევრად", - თქვა ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში.
ამასთან, ზელენკიმ უარი თქვა დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დასახელებაზე.
ის, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში 80 ათასი სამხედრო დაკარგა, თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა, დაეყრდნო რა თავის წყაროებს კიევში. გამოცემის ცნობით, დაჭრილი სახმედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია.
პარალელურად, The Economist-მა, დასავლური დაზვერვის მონაცემებზე, დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, უკრაინამ შესაძლოოა 60-დან 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, 400 ათასამდე ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.
ვებგვერდის Ua Loses-ის ცნობით, 3 დეკემბრის მდგომარეობით, დადასტურდა 65 289 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება.
ბოლოს კიევმა ოფიციალურად 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა დანაკარგის შესახებ ინფორმაცია. მაშინ კიევი იუწყებოდა, რომ უკრაინამ 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.