უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი "ქართული ლეგიონი" ეხმიანება გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ისინი საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აპირებენ.
"ქართული ლეგიონის" განცხადებით, კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას.
"რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ ქართული ლეგიონი გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია.
ქართული ლეგიონი 2014 წლიდან მოყოლებული მტკიცედ ერთგულია უკრაინისადმი და რუსული აგრესიის წინააღმდეგ დგომას გააგრძელებს. ჩვენი ერთგულება უკრაინის გამარჯვებისადმი ურყევია და ფრონტის ხაზზე დავრჩებით, სანამ ეს მიზანი მიღწეული არ იქნება", - წერია განცხადებაში.