ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში. ხელს ვუწყობდი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ვიცავდი მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული", - წერს მაისურაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება, თანამდებობები დატოვეს საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში, საქართველოს ელჩმა ბულგარეთში, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში და იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.