პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მასზე მასზე სერიოზული ზეწოლა იყო.
„ბატონმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. მე მას ვესაუბრე. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს - მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე, სერიოზული ზეწოლა იყო. აქ ნაცების ზეწოლა არ იგულისხმება. სამწუხაროა, რომ მან პოსტი დატოვა, თუმცა, ეს მისი არჩევანი იყო და მე ამას პატივს ვცემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ.