საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
"საქართველო აპროტესტებს: კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა ჩაახშოს ქართველების ხმა, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის მტკიცედ დგანან", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.