"იზოლატორებში ადგილები აღარ არის!! სამმართველოს ეზოს მანქანებში უზით ნაცემი ადამიანები," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე წერს.
"იზოლატორებში ადგილები აღარ არის!!
დაკავებულებს ვერ ასახლებენ იზოლატორებში, მთავარი სამმართველოს ეზოს მანქანებში უზით ნაცემი ადამიანები არც ექიმს ანახებენ არც კლინიკაში გადაჰყავთ.
ასევე ,ნაცემი დასისხლიანებული ადამიანები ჰყავთ იზოლატორის კარებთან და ვერ ასახლებენ რადგან ადგილები აღარ არის !!
ერთ - ერთი მოქალაქე როდესაც იზოლატორში შევდიოდი , ყვიროდა მანქანიდან რომ მას დახმარება ჭირდებოდა იყო ცუდად და მას არავინ ეხმარებოდა!!!
შევეცადე რომ დავხმარებოდი ამ ადამიანს, კატეგორიულად მოვთხოვე რომ გადაეყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში, მათგან მხოლოდ ცინიკური დამოკიდებულება მივიღე რომ კი მას მიხედავენ !! ამის შემდეგ წაიყვანეს ჩემთვის უცნობია კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ თუ იზოლატორში!!" - წერს ადვოკატი.