ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს ეხმიანება.
„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.
საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.
ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.
შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა “რას ქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“, - წერს ტალახაძე. [სტილი დაცულია]