ქართულმა ჯარმა ხალხი, საკუთარი სამშობლო უნდა დაიცვას, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ხიდაშელის თქმით, ახლა კეკლუცობის დრო არ არის, "ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება".
"მოქმედების დროა დღეს!
საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს!
ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!
ეხლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება.
ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო ფრონტი და დისციპლინა.
ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!
ა ბურთი, ა მოედანი!", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2015-2016 წლებში ეკავა.