აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, შესაძლოა, დანიშნოს კიტ კელოგი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, რომელმაც მას ომის დასრულების "სამშვიდობო გეგმა" წარუდგინა.
ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ არჩევის შემთხვევაში, 80 წლის კელოგი, სავარაუდოდ, ცენტრალურ როლს შეასრულებს კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში,
წყაროების თქმით, ამჟამად კონფლიქტის მიმართულებით სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს, მაგრამ ტრამპი, სავარაუდოდ, შექმნის ამ პოზიციას
ამავდროულად, ამ თანამდებობაზე იბრძვის ტრამპის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი რიჩარდ გრენელიც.
თუმცა, ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც იცოდა კელოგის შესაძლო დანიშვნის შესახებ, თქვა, რომ გრენელი კვლავ ფავორიტია.
კიტ კელოგი 2017-2021 წლებში ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
კელოგმა შეიმუშავა „მშვიდობის გეგმა“ უკრაინისთვის ფრედ ფლეიცთან ერთად, რომელიც ასევე მსახურობდა ტრამპის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბის უფროსად.
ეს გეგმა მოიცავს ფრონტის ხაზების გაყინვას და კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკებისთვის იძულებას.
შემოთავაზებული სტრატეგიის მიხედვით, შეერთებული შტატები უკრაინას შესთავაზებს, რომ ის მიიღებს უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა.
ამავდროულად, შეერთებული შტატები გააფრთხილებს მოსკოვს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი კი უახლოეს მომავალში დღის წესრიგიდან იქნება ამოღებული.