განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - განცხადა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა მიხეილ ყაველაშვილმა.
"დავიწყებ მადლობით, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ გამოწვეულ ეპოქაში, ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობის თითოეულ წევრს განსაკუთრებულ მადლობა ამ ნდობის გამოცხადებისთვის".
"გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო მთავარი დოკუმენტი- საქართველოს კონსტიტუცია", - ამბობს ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.