ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს, ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, გაასაჯაროოს დეტალები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა შეუძლებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები იყოს აღიარებული.
„მანამდე კი შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ. ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ საქართველოში ვერ დავსჯით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ გაყალბებებზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ოდირი არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და მოიტანს სამართლიან შედეგებს, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ლექსმანმა „მთავარ არხთან“.