ისრაელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 25 ნოემბრის მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰეზბოლასთან “წინ მიდის.” თუმცა დენი დანონი აცხადებს, რომ ისრაელი შეინარჩუნებს შესაძლებლობას დაარტყას სამხრეთ ლიბანს ნებისმიერი ხელშეკრულების ჩარჩოებში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ, რომ „ჰეზბოლამ“ ვერ მოახერხოს საზღვართან დაბრუნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გარანტირებული იყოს“, – განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა.
დანონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომ ისრაელის კაბინეტი 25 ან 26 ნოემბერს იმსჯელებდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ “ახლოს ვართ”, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ლიბანელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო 36 საათის განმავლობაში ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი განაცხადებენ.