თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთისომის დასრულების გზები განიხილეს.
მედიის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს „რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში და ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად.
ერდოღანს შეხვედრაზე თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, კომუნიკაციების დირექტორი ფარეთინ ალთუნი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აკიფ ჩაღათაი ქილიჩი.
რუტემ X-ზე დაწერა, რომ ერდოღანთან განიხილა „კოლექტიური უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებზე - მათ შორის ტერორიზმის საფრთხეზე, უკრაინაში ომზე და ახლო აღმოსავლეთის კრიზისი“.
„სულ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთი ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ნატო-ში“, - წერს ალიანსის გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ერდოღანის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საომარი მოქმედებების გაყინვას მხარეთა ამჟამინდელ პოზიციებზე, ასევე, პუტინსთვის დათმობის მიზნით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განხილვის გადადებას სულ მცირე 10 წლით.