საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ეხმიანება და წერს, რომ "საქართველოში შავი ორშაბათი" გათენდა.
პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" მონებს უწოდებს.
შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც “ქართული ოცნების მონები” კლავენ ჩვენ კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენ პარლამენტს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, 88 ხმით არცერთის წინაარმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.