ივანიშვილმა დღეს გააუქმა სახელმწიფო, - აცხადებს პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც პარლამენტის სხდომის შეკრებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი არ არსებობს.
"მე-11 მოწვევის პარლამენტი არ არსებობს. სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სხდომის ჩატარებას გაყავს პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.
ეს სხდომა არაა არც კონსტიტუციური, არც ლეგიტიმური. ივანიშვილმა დღეს გააუქმა სახელმწიფო", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა, კონსტიტუციური სარჩელის მიუხედავად, 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი და დიპლომატიური კორპუსი.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი 20 ნოემბერს დაარეგისტრირა.