რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ახლა აზრი არ აქვს, რადგან „ძლიერ ქვეყნებს“ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა კონსოლიდირებული პოზიცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აიძულებს დაასრულოს ომი და არა ახალი პირობების დააყენოს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„მასთან მოლაპარაკება დღეს, როდესაც არ არსებობს ძლიერი ქვეყნების პოზიცია, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მხარეს იქნებიან, უბრალოდ დროის კარგვაა. ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმინებულია, რომ კრემლი მხოლოდ აცხადებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, სინამდვილეში კი ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცები ომში მიჰყავს და უკრაინის ახალი კლასის რაკეტებს ესვრის.
ზელენსკის თქმით, პუტინი თავისი ქმედებებით „უხსნის გზას მესამე მსოფლიო ომისკენ“.