ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
საქმე ეხება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შეახებ დუმილის სანაცვლოდ გადახდილ 130 ათას დოლარს. სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში.
მოსამართლე ხუან მერჩანის თქმიტ, გადადების მიზეზი იყო, როგორც ტრამპის ადვოკატის, ასევე მისი საქმის პროკურორის შუამდგომლობის მიღება.
ტრამპის დაცვას არ სურს სასამართლოსთვის დამატებითი დოკუმენტების მიწოდება. ადვოკატები საქმის დახურვას ითხოვენ, რადგანაც მოქმედი სახელმწიფოს მეთაურების სისხლის სამართლებრივი დევნა დაუშვებელია.
მანჰეტენის საოლქო პროკურატურა კი, რომელიც აღნიშნულ საქმეს აწარმოებს, სასამართლო პროცესის ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადების წინადადებით გამოდის.
სასამართლომ ტრამპის ადვოკატებს ვადა 2 დეკემბრამდე ვადა, რის შემდეგაც 9 დეკემბრამდე ბრალდების მხარემ დაცვის მხარის არგუმენტებს უნდა უპასუხოს.
მედიის ცნობით, მანამდე იგეგმებოდა, რომ ტრამპის განაჩენი 26 ნოემბერს გამოცხადდებოდა.მერჩანს სასამართლო სხდომის ახალი თარიღი არ დაუსახელებია.