დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ არის, მაგრამ მხარს დაუჭერს უკრაინას, რათა მოსკოვმა ვერ მიღწიოს გამარჯვებას მიერ მიერვე გაჩაღებულ ომში. ამის შესახებ სტარმერმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად ბოლო ნაბიჯების გათვალისწინებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.
„არა, ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, მაგრამ უკრაინა, რა თქმა უნდა, ომის მდგომარეობაშია, რადგან რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ეს ომი 1000 დღეზე მეტხანს გრძელდება.
„ჩვენ ვსაუბრობთ 1000 დღის აგრესიაზე რუსეთის მხრიდან და 1000 დღის მსხვერპლზე უკრაინისთვის და ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ არ შეგვიძლია პუტინს ამ ომში გამარჯვების უფლება მივცეთ“, - განაცხადა სტარმერმა.