უკრაინაზე რუსეთის მიერ ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
გავრცელებული ცნობით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს უკრაინის ინიციატივით ჩატარდება. შეხვედრა ალიანსის შტაბ-ბინაში ელჩების დონეზე გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმი რ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროპეტროვსკის წინააღმდეგ საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი ბალისტკური რაკეტა „ორეშკინი“ გამოიყენა, რომელიც ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა. „ორეშკინს“ შეუძლია გადაიტანოს ბირთვული ქობინი.
პუტინი ამტკიცებს, რომ ამჟამად არ არსებობს საშუალება „ორეშნიკის“ რაკეტებთან დასაპირისპირებლად.
„რაკეტები სამიზნეს უტევს 10 მახის სიჩქარით, რაც წამში 2,5-3 კილომეტრია.
„მსოფლიოში არსებული თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და ევროპაში ამერიკელების მიერ შექმნილი სარაკეტო თავდაცვის სისტემები ვერ ჩაჭრის ასეთ რაკეტებს. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.