უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ სუმში რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა.
ქალაქის მერის, არტიომ კობზარის განცხადებით, დაიღუპა, სულ მცირე, ორი და დაიჭრა 12 ადამიანი.
რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს.