22 ნოემბერს დილით კიევში ვიზიტით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ჩავიდა.
ლიპავსკის თქმით, ამ ვიზიტთ, სურს გაიგოს „როგორ უმკლავდებიან უკრაინელები დაბომბვებს, როგორ მუშაობს ჩეხური პროექტები ადგილზე და როგორ წარმართონ საერთაშორისო დახმარება უახლოეს თვეებში“.
„ამ ყველაფერს აქ განვიხილავ“, - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე
მანამდე ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არავინ იცის, შეუწყვეტს თუ არა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დახმარებას უკრაინას, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება რომც მოხდეს, ის ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებს.