ავსტრალიიის კომუნიკაციების მინისტრმა მიშელ როულანდმა წარლამენტში წარადგინა ცვლილებათა პაკეტი "ინტერნეტის უსაფრთხოების აქტში", რომელიც ითვალისწინების სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის.
მინისტრის განცხადებით, ცვლილების უპირველესი მიზანია ბავშვების დაცვა ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. "მშობლებმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას".
"რომ შევაჯამოთ, ეს ეხება ახალგაზრდა ავსტრალიელებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერას", - თქვა მინისტრმა.
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევში, 16 წლამდე ასაკის ბავშვები ვეღარრ შეძლებენ ისარგებლონ სოციალური ქსელებით, მათ შორის TikTok-ით, X-ით, Instagram-ითა და Snapchat-ით.
ავსტრალიის მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, სოციალურმა ქსელებმა თვითონ უნდა უზრუნველყონ ისეთი მექანიზმების შემუშავება, რითაც ბავშვებს შეეზღუდებათ წვდომა არსებულ სერვისებზე.
"თუ დადგინდება, რომ სოციალური ქსელების ადმინისტრაციებმა ვერ უზრუნველყვეს გონივრული ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან აიცილონ 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვა, ისინი 50 მილიონი ავსტრალიური დოლარით (33 მლნ აშშ დოლარი) დაჯარიმდებიან", - ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტს ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანოში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და დიდია მოლოდინი, რომ ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, მას საბოლოოდ დაამტკიცებენ კიდეც, თუმცა საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. ბავშვთვა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელების აკრძალვა ბავშვთა იზოლაციას გამოიწვევს ტექნოლოგიურ სამყაროში, რაც უარყოფითად აისახება მათ განვითარებაზე.
თუ ცვლილება დამტკიცდება, ის მომავალი წლიდან ამოქმედდება.