უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ბრიტანული Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. ამის შესახებ Bloomberg ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო არ აკონკრეტებს კონკრეტულად როდის და სად დაარტყა უკრაინამ სამიზნეებისStorm Shadow-ის რაკეტებით, თუმცა მანამდე, რუსული წყაროები წერდნენ ამ რაკეტების გამოყენების შესახებ კურსკის რეგიონში.
ბრიტანული რაკეტების თავდასხმის შესახებ ინფორმაციას Guardian-იც ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ არ აკეთებს კომენტარს Storm Shadow-ის შესაძლო გამოყენების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე.
მედია მანამდე იტყობინებოდა, რომ ბრიტანეთმა უკრაინას რუსული სამიზნეების წინააღმდეგ მის მიერ გადაცემული ფრთოსანი რაკეტების გამოყენების ნება დართო რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების განლაგების საპასუხოდ.