უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის ნოვგოროდის ოლქში სამხედრო ბაზას უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ. თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს მე-13 არსენალი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრიი კოვალენკოს ცნობით, მისი ინფორმაციით, აღნიშნული არსენალი მდებარეობს ქალაქ კოტოვოს მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 680 კილომეტრში.
„მე-13 არსენალის ბაზაზე ინახება ჭურვები არტილერიისთვის, ნაღმები ნაღმტყორცნებისთვის, რაკეტები „გრადის“, „სმერჩის“ და „ურაგანის“ რეაქტიული სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები, „ეს-300“-ის და „ეს-400“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და საბრძოლო მასალა „ტორის“ კომპლექსისთვის“, - განაცხადა კოვალენკომ.
ასევე კოვალენკოს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობსაც დაარტყეს.
„ბელგოროდის ოლქში კომპანია EFKO-ს ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყვენებს“, - წერს კოვალენკო „ტელეგრამის“ არხზე.