უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაადასტურა, განხორციელდა თუ არა თავდასხმა ბრაიანსკთან მდებარე რუსული საბრძოლო მასალის საცავზე ამერიკული ATACAMS-ის რაკეტით, მაგრამ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი,რომელსაც გამოიყენებს.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, მოხდა თუ არა თავდასხმა ბრაიანსკის მახლობლად საბრძოლო მასალის საცავზე ამერიკული ATACMS რაკეტით.
„უკრაინას აქვს შორი მოქმედების შესაძლებლობები, მას აქვს საკუთარი წარმოების შორი დისტანციური დრონები, ჩვენ ახლა გვაქვს შორი მანძილის „ნეპტუნი“ და არა ერთი. ახლა ჩვენ გვაქვს ATACMS-ის რაკეტები. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბრაიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩოვში თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა.