მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მარკ რუტეს განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს.
„მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მათ შორის, თავის ამბიციებს, რომ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი სხვა საკითხია“, – განაცხადა მარკ რუტემ.