რამდენიმე დღეა ვუყურებთ, ადამიანების პატარა ჯგუფი როგორ უგულებელყოფს მთელი ქალაქის მაცხოვრებლების უფლებას. ხალხი მხოლოდ მხოლოდ იმიტომ უნდა შეაწუხონ, რომ არჩევნებში ვერ მოიგეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბრისას.
მისი თქმით, პოლიცია დღეს კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
"გარდა იმისა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, ის მოქმედებდა ლოგიკურად, რადგან არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ორი კარვით კოლაფსში ჩააგდოს სატრანსპორტო მოძრაობა და მათ შრის დისკომფორტი უამრავ ადამიანს შეუქმნას. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილებასაც უშლიდნენ ხელს, იმდენად წარმოდგენილ რადიკალიზმში არიან გადასული", - აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე "კარვების აქცია" დაშალა.