გალერეა "ჰობიში" ქალ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეები კოკა სეფერთელაძე და ლევან ზარანდია დაესწრნენ.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის ქალმა მსჯავრდებულებმა თექისა და გობელენის სხვადასხვა სახის ნამუშევრები, მათ შორის ტანსაცმელი, ჩანთები, სამკაულები და პანოები წარმოადგინეს.
გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხის 30 პროცენტი მასალის შეძენას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე გადაერიცხებათ.
თექასა და გობელენზე მუშაობა ქალმა მსჯავრდებულებმა სპეციალურ კურსებზე შეისწავლეს. პროექტს ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG) და ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI) აფინანსებს, რომლის წარმომადგენლებიც გამოფენა-გაყიდვას თავადაც დაესწრნენ.
გალერეა "ჰობიში" გამართული გამოფენა-გაყიდვა არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი და ბიზნესის" ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.