კრემლში აცხადებენ, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა მათთვის მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, საბრძოლო ხაზის გაყინვის გარკვეული ვარიანტი რუსული მხარისთვის მიუღებელია. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინის მიერ ჩამოყალიბებული ივნისის პირობები, ისინი სრულად ინარჩუნებენ შესაბამისობას. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს ბრძოლების შესაჩერებლად“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა .
გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე წინადადება წარადგინოს, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე.
მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი ასევე სთავაზობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის, სულ მცირე, ათი წლით გადადებას. თურქეთის წინადადება აგრეთვე ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას აღმოსავლეთ დონბასში, სადაც რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს.