ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინას ნება დართეს, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
გამოცემა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
„ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინული ძალების ოპერაციების დიდ ცვლილებას, რომლებსაც, როგორც ამბობენ, უფრო მეტი ამერიკული რაკეტები აქვთ, ვიდრე საფრანგეთ-ბრიტანეთს“, - წერს Le Figaro.
მანამდე, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინელ სამხედროებს გამოიყენონ ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.