პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრს, დავით კირთაძეს, რომელმაც დღეს ცესკოს თავმჯდომარეს შავი მელანი შეასხა, სიამოვნებით დაიცავდა.
„თუ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება, და მგონია, რომ ეს შაკარად პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს. რა ტიპის დაზიანება მიიღო ადამიანმა, ამას ჯერ ადგენს სასამართლო სამედიცინო ექხპერტიზა, ეს სავალდებულო წესია და ექსპერტიზის ჩატარებს შემდეგ დგინდება, მიიღო თუ არა ადამიანმა დაზიანება თუ უბრალოდ შეფერადდა, ისე როგორც ფერადდებოდა ის ფურცლები, რომლებიც ჟონავდა და თუ მიიღო, რა სიმძიმის დაზიანება იყო. როდესაც ეს სიმძიმე დადგინდება, შემდეგ ენიჭება კვალიფიკაცია. ახლა, მე რომ ვიცავდე, როგროც ადვოკატი კირთაძეს და სიამოვნებით დავიცავდი ასეთ ადამიანს, ვიტყოდი, რომ ეს არის "უკიდურესი აუცილებლობა" - რას ნიშნავს ეს იურისტების ენაზე, უფრო დიდი სიკეთის გადარჩენა რომ გინდა და ეს უფრო დიდი სიკეთეა, გადაარჩინო შენს ქვეყანაში დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. შეიძლება ამის გადასარჩენად მოიმოქმედო რაიმე ისეთი, რომელიც ფიქრობ რომ ამ სიკეთის გადარჩენისთვის გეხმარება. იმიტომ, რომ ცესკო დღეს, იმ მომენტში ჩადიოდა დანაშაულს და ამ დროს როცა გინდა რაღაცით ხელი შეუშალო, შეიძლება ამ დროს ისეთი რამ ჩაიდინო, რაც ამაზე მძიმეც შეიძლება იყოს, ვიდრე ამ ადამიანმა ჩაიდინა, ამიტომაც არის სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი, რომელსაც ჰქვია "უკიდურესი აუცილებლობა". მე ახლა წმინდა სამართლებრივ ქუდს ვუკეთებ ამას, დაცვის თვალსაზრისით, როგორ შევაფასებდი ამ ფაქტს იურიდიულად", - განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში.