სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა დაიწყეს კურსკის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. იუწყება Reuters.
ამის შესახებ მანამდე უკრაინის ლიდერებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადეს.
„ეროვნული დაზვერვის სამსახური აფასებს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც გაგზავნეს რუსეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კურსკის რეგიონში გადაადგილდნენ“, - აცხადებენ სააგენტოში.
სამხრეთ კორეის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ჩრდილოკორეელმა სამხედროებმა დაასრულეს ბრძოლის ველზე განლაგება და უკვე მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.
მოსკოვო და ფხენიანი პირდაპირ არ ადასტურებენ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობას უკრაინის ომში, მაგრამ მიუთითებენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე, რომლის რატიფიცირებაც ბოლო დღეებში დასრულდა.