ჩინეთში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ჩუხაიში, სპორტულ კომპლექსთან მოხდა. დაშავებულები გადაიყვანეს. CNN-ის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსს გარე მოედანი აქვს, სადაც ხშირად დგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშობს. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაიხურა.
გავრცელებული ცნობით, 62 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა.