მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა პროპალესტინელმა ახალგაზრდამ არეულობები მოაწყო ამსტერდამის დასავლეთ რაიონში.
პოლიციის ცნობით, სამართალდამრღვევებმა ავტომობილები და ველოსიპედები დააზიანეს, ასევე ქუჩის მანქანებს აალებადი ნივთები დაუშინეს.
ამავე დროს ისინი ყვიროდნენ ლოზუნგს „თავისუფლება პალესტინას“ (Free Palestine) და ებრაელებს „სიმსივნეს“ უწოდებდნენ.
გარდა ამისა, ვანდალები თავს დაესხნენ ტრამვაის.
ჩაამტვრიეს მინები, დაუშინეს პეტარდები და ცეცხლი წაუკიდეს. მგზავრებმა გაქცევა მოახერხეს.
პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.