კურსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აკავებენ 50 ათას რუს ჯარისკაცს, რომლებიც ამის წყალობით უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
”იქ, ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ძალების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს - საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 ათას ჯარისკაცს, რომლებსაც კურსკის ოპერაციის წყალობით ვერ აგზავნიან რუსეთის თავდასხმების სხვა მიმართულებებზე - ჩვენს ტერიტორიაზე.
ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ჩვენი ჯარისკაცების, ყველა ქვედანაყოფის სიმამაცეს, რომელიც მონაწილეობს ამ ბრძოლებში“, - თქვა ზელენსკიმ.